loader

გახსოვთ "მაკარენა"? - ვერც კი წარმოიდგენთ, რაზე მღერიან 90-იანი წლების ამ ჰიტში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გახსოვთ "მაკარენა"? - ვერც კი წარმოიდგენთ, რაზე მღერიან 90-იანი წლების ამ ჰიტში

Youtube-ის გასართობმა არხმა Distractify-მ სახალისო ექსპერიმენტი ჩაატარა 90-იანი წლების თინეიჯერებს უპოპულარულესი სიმღერის Macarena-ს ტექსტის გახსენება სთხოვა. აღმოჩნდა, რომ ჯგუფ Los del Rio-ის სიმღერის სიტყვები არც ერთმა გამოკითხულმა იცოდა, ამიტომ მათ ხელახლა მოასმენინეს, თუ რაზე მღერიან გოგონები:

"როდესაც ვცეკვავ, მაკარენას მეძახიან და ბიჭები ამბობენ რომ მომხიბვლელი არსება ვარ. ყველას ვუნდივარ, მაგრამ ჩემთან ყოფნა არ შეუძლიათ, ამიტომ მოდიან და უბრალოდ ახლოს ცეკვავენ. იმოძრავეთ ჩემთან ერთად, მომეკარით. მიანიჭე სიამოვნება შენს სხეულს, მაკარენა, იგი იმისთვისაა, რომ მას ასიამოვნო. ნუ ღელავთ ჩემს მეგობარ ბიჭზე ვიტორინოზე. ის მე არ მჭირდება, ვერ ვიტანდი. რაღა დამრჩენოდა? როცა ქალაქიდან წავიდა... მას ხომ ორი სიმპატიური მეგობარი ჰყავდა..." - ნათქვამია სიმღერის ტექსტში.