loader

ტანწერწეტა მოდელმა გააოგნა ყველა, როდესაც გაამხილა მიზეზი, რის გამოც მოდის ინდუსტრიამ დაიწუნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტანწერწეტა მოდელმა გააოგნა ყველა, როდესაც გაამხილა მიზეზი, რის გამოც მოდის ინდუსტრიამ დაიწუნა

19 წლის შვედმა მოდელმა აგნეს ჰედენგარდმა მოდის ინდუსტრიას მორიგი დარტყმა მიაყენა. მან საკუთარ მაგალითზე აჩვენა, რამდენად აბსურდულია მოდის სტანდარტები. აგნესი 15 წლიდან მოდელად მუშაობს და შვედეთის კონკურს Next Top Model-ში მესამე ადგილიც დაიკავა. თუმცა, ბოლო წლებია სამსახურს ვერ პოულობს, რადგად მოდური ბრენდები მის დაქირავებაზე უარს ამბობენ, მიზეზით, რომ იგი "ძალიან დიდია" და მისთვის "აუცილებელია ფორმაში ჩადგომა".

მოდელმა YouTube-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც თავის სხეულს აჩვენებს მაყურებელს და უხსნის, თუ რატომ დაიწუნეს ის მოდის ინდუსტრიაში: "ისინი ფიქრობენ, რომ ჩემი სხეული ზედმეტად დიდია. ფიქრობენ, რომ დიდი საჯდომი მაქვს და ფიქრობენ, რომ ჩემი ბარძაყები ზედმეტად განიერია. მოდის ინდუსტრიის პარამეტრებით, მე ვერ ვიქნები მოდელი ამ ფორმით, რადგან უნდა ვიყო უფრო გამხდარი".