დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციიდან ესპანურენოვანი ტელევიზიის ჟურნალისტი გააგდო
ამერიკელი მილიარდერი დონალდ ტრამპი, რომელიც რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატია, მორიგ სკანდალში გაეხვა. აიოვას შტატში პრესკონფერენციის დროს მან ესპანურენოვანი ტელეარხის, Univision-ის ჟურნალისტი გააგდო.
პოპულარული დილის გადაცემის წამყვანი ხორხე რამოსი შეეცადა, ტრამპისთვის კითხვა დაესვა იმ განცხადების თაობაზე, რომელიც მილიარდერმა ცოტა ხნის წინ გააკეთა და თქვა, რომ გეგმაში აქვს არალეგალების შვილებს, რომლებიც ამერიკის ტერიტორიაზე დაიბადნენ, აღარ მისცეს პასპორტები.
"თქვენ ვერ გააძევებთ ქვეყნიდან 11 მილიონ ადამიანს" - ადგილიდან ყვიროდა ხორხე რამოსი. "დაჯექით, თქვენ არავის დაუპატიჟებიხართ. დაბრუნდით Univision-ში" - განუცხადა მას ტრამპმა, შემდეგ კი დაცვას ანიშნა, დარბაზიდან გაეყვანათ ჟურნალისტი.