სტიქიის დროს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის ოჯახმა მერიის მიერ გადახდილი თანხით ბინა შეიძინა
13 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებულმა ჯიბუტების მრავალშვილიანმა ოჯახმა მერიის მიერ გადახდილი თანხით საცხოვრებელი ბინა შეიძინა. ჯიბუტების ოჯახში დღეს ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი და საკრებულოს წევრები იმყოფებოდნენ და საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცეს. ახალი ბინა სტიქიით დაზარალებულმა 12-მა ოჯახმა შეიძინა.
ჯიბუტების ოჯახის ერთი წევრი, 24 წლის ივლიტა ჯიბუტი სტიქიის დროს დაიღუპა. მდინარის ადიდების დროს ივლიტა მეუღლესთან და მეგობართან ერთად თავის გადასარჩენად სახლის სახურავზე ავიდა, თუმცა მოვარდნილმა ნიაღვარმა სამივე გაიტაცა. მისი მეუღლის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს.