loader

მკვლელობით დასრულებული ლუდის სმა: ახმეტაში 24 წლის ბიჭმა ერთი მამაკაცი მოკლა, ერთი დაჭრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მკვლელობით დასრულებული ლუდის სმა: ახმეტაში 24 წლის ბიჭმა ერთი მამაკაცი მოკლა, ერთი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული გიორგი გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე ახმეტაში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ახმეტაში, ერეკლე მეორის ქუჩაზე, შელაპარაკებისას, 1972 წელს დაბადებულ პაატა მ-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, 1974 წელს დაბადებული გივი ხ. კი დაჭრა და მიიმალა. დაჭრილის ჯანმრთელობას ამ დროისთვის საფრთხე აღარ ემუქრება.