loader

რას ჰყვებიან ფონიჭალაში პოლიციელების დაჭრის თვითმხილველები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ჰყვებიან ფონიჭალაში პოლიციელების დაჭრის თვითმხილველები

ფონიჭალაში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორი თანამშრომელი დაჭრეს. როგორც შსს-ში განაცხადეს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ფონიჭალაში ნარკოდანაშაულის გამოვლენის მიზნით ოპერატიულ ღონისძიებას ატარებდნენ, რა დროსაც მოხდა მათი დაჭრა.
დაჭრილი ერთი პოლიციელი უკვე გაეწერა საავადმყოფოდან, მეორეს კი ოპერაცია ჩაუტარდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ფონიჭალაში, სადაც პოლიციელები დაჭრეს, რამდენიმე გასროლის ხმა გაიგონეს. როგორც მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი ობიექტის თანამშრომელმა სონია ელიაშვილმა განაცხადა, მან დაინახა, რომ ორ მამაკაცს ერთი პოლიციელი მისდევდა.
მისივე ინფორმაციით, პოლიციელი ჰაერში ისროდა, მოგვიანებით კი შენიშნა, რომ პოლიციელმა წელზე ხელი მოისვა და დაჭრილი იყო.

ამასთან, თვითმხილველთა ნაწილი ჰყვება, რომ დაკავებული პირი ეროვნებით აზერბაიჯანელია.
მათი ინფორმაციით, დაკავებულის ახლობლები პოლიციელებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს თვითმხილველთა მეორე ნაწილი, რომლებიც საპირისპიროს ამტკიცებენ და ამბობენ, რომ პოლიციელებმა სცემეს აზერბაიჯანელები.

ფონიჭალაში ავტომობილი, რომლითაც, სავარაუდოდ, პოლიციელის დაჭრაში ეჭვმიტანილები გადაადგილებოდნენ ევაკუატორით წაიყვანეს.