loader

ჟვანიას დაცვის წევრის სკანდალური განცხადება: "ზურასგან მქონდა შემოთავაზება... მითხრა: იმედია, ძალიან არ შეგაშინე..." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჟვანიას დაცვის წევრის სკანდალური განცხადება: "ზურასგან მქონდა შემოთავაზება... მითხრა: იმედია, ძალიან არ შეგაშინე..."

ზურაბ ჟვანიას ორიენტაციის შესახებ დიდი ხანია ვიცოდი და მისგან შემოთავაზებაც მქონდა, - ამის შესახებ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულმა კობა ხარშილაძემ დღეს ბრალდებულის სტატუსით დაკითხვის დროს განაცხადა. "18 წლის გლდანელი ბიჭი ვიყავი. ზურამ მითხრა, იმედია, არ შეგაშინეო და სისულელეს არ იზამო. ორი-სამი დღის შემდეგ კვლავ მკითხა, შევიცვალე თუ არა აზრი და ვუთხარი, რომ არ შემიცვლია", - განაცხადა კობა ხარშილაძემ.

მისი თქმით, ამ პერიოდში პოლიციის აკადემიაში ჩაბარება სურდა, თუმცა ვერ მოახერხა და შემდეგ ზურაბ ჟვანიამ აკადემიის ხელმძღვანელობასთან დარეკა, რის შემდეგაც მან პოლიციის აკადემიაში შეძლო ჩაბარება. სწორედ აქედან გამომდინარე, ხარშილაძე აცხადებს, რომ გარკვეულ პასუხისმგებლობას გრძნობდა და სამსახურიდან ვერ წამოვიდოდა.

მისივე თქმით, ზურაბ ჟვანია კონსპირაციულ შეხვედრებზე ხშირად დადიოდა, ნაწილი საქმიანი იყო, ნაწილი კი, პირადი. დაცვის წარმომადგენლები კონსპირაციული ბინის სადარბაზოსთან არ ჩერდებოდნენ, რათა ეჭვი არ გამოეწვიათ მეზობლებში.