loader

"მებრძოლებთან ერთად ვქეიფობდი და დამიჭირეს" - ხმაური ოსიაურში დეპუტატ გიორგი კარბელაშვილის დაკავების გამო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მებრძოლებთან ერთად ვქეიფობდი და დამიჭირეს" - ხმაური ოსიაურში დეპუტატ გიორგი კარბელაშვილის დაკავების გამო

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი პოლიციის განყოფილებაში რამდენიმე საათი დაკავებული ჰყავდათ. ინციდენტი ღამის პირველ საათზე სოფელ ქვიშხეთში მოხდა. მანქანით მყოფი დეპუტატი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გააჩერა, რის შემდეგაც ის დააკავეს. კარბელაშვილი თავდაპირველად ოსიაურის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ახლობლები მთელი ღამის განმავლობაში ითხოვნენ მის ნახვას. მათ ასევე სურდათ პოლიციის სახელზე განაცხადის დაწერა, თუმცა - უშედეგოდ.

ოსიაურში გვიან ღამით ჩავიდა საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ბარამიძეც, მაგრამ შენობაში შესვლის უფლება არც მას მისცეს, რასაც შელაპარაკება და შეხლა-შემოხლა მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, კარბელაშვილი ოსიაურიდან გორში გადაიყვანეს და ამ დროისთვის უკვე გათავისუფლებულია.

View the English version on Georgian Journal:

MP Giorgi Karbelashvili detained for several hours - Investigation into the case launched