loader

ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება იცხოვროს აფხაზეთის და ოსების გარეშე - ირაკლი ღარიბაშვილი ძმათა სასაფლაოზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება იცხოვროს აფხაზეთის და ოსების გარეშე - ირაკლი ღარიბაშვილი ძმათა სასაფლაოზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. პრემიერ-მინისტრი სასაფლაოზე მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთ-საქართველოს ომმა საქართველოს მძიმე იარა დაუტოვა, რომლის მოშუშებაც შეუძლებელია.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ოკუპაცია დღესაც გრძელდება. საქართველოს მთავრობა გონივრული პოლიტიკით ცდილობს ეს პროცესი შეაჩეროს.