loader

”22 წელი ელოდა დედა” - აფხაზეთში დაღუპული 12 იდენტიფიცირებული ნეშტი სამებაში გადაასვენეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

”22 წელი ელოდა დედა” - აფხაზეთში დაღუპული 12 იდენტიფიცირებული ნეშტი სამებაში გადაასვენეს

ბაბუშერას სამარხის გახსნის შედეგად იდენტიფიცირებული 12 ადამიანის ნეშტი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს.
სამებაში დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინება. მანამდე კი, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი იმყოფებოდა.

მისი თქმით, დაღუპულთაგან 11 სამხედროა, ხოლო ერთი სამოქალაქო პირი. აღსანიაშნავია, რომ 11 მათგანი ბაბუშერაში თვითმფრინავის აფეთქების შედეგად დაიღუპა, ერთი კი - აჩადარაში ბრძოლების დროს.

რაც შეეხება ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულ ადამიანებს, ესენი არიან: ამირან გეგეშიძე, სოსო გურგენიძე, მალხაზ ჯიოშვილი, ალექსანდრე ჩიკვილაძე, გოგა გოგალაძე, მარინა ტაბატაძე, ზაალ ამუშეკელი, ემზარ თუთისანი, ვლადიმერ მურადოვი, გენო კვიციანი და ვენერა გაბუნია.
ერთი მათგანის ვინაობა კი, გარკვეული მიზეზების გამო არ სახელდება. თორმეტივეს 8 აგვისტოს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ავტორები: ნინო ჩიჩუა, გიორგი ღუდუშაური

იხილეთ ასევე: აფხაზეთიდან გადმოსვენებულები დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს