loader

ერთადერთი ქალი თბილისში, რომელიც ნაგვის მანქანაზე მუშაობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ერთადერთი ქალი თბილისში, რომელიც ნაგვის მანქანაზე მუშაობს

როდესაც ქალაქს ჯერ კიდევ სძინავს, 57 წლის სვეტა ცაბაძე სამსახურში წასასვლელად ემზადება. უკვე 18 წელია, ნაგვის მანქანაზე დამხმარე მუშად მუშაობს. სვეტა "თბილსერვის ჯგუფის" ერთადერთი ქალი თანამშრომელია. დიღმის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებას 7 საათს ანდომებს, ცდილობს, თბილისელებს და თბილისის სტუმრებს სუფთა ქუჩა დაახვედროს. ყოველდღიურად 1500 მამაკაც თანამშრომელთან უწევს ურთიერთობა. ამბობს, რომ ყველა მათგანთან თბილი და მეგობრული დამოკიდებულება აქვს.

სვეტა საკუთარი ხელფასით თავის დიდ ოჯახს ეხმარება. ის სამი შვილის დედა და შვიდი შვილიშვილის ბებიაა. მძიმე სამუშაოს შესრულება არ უჭირს, რადგან იცის, რომ მისი ხელფასი დიდი ოჯახის ერთადერთი შემოსავალია. სვეტა ნაძალადევის რაიონში, ნაქირავებ ბინაში მარტო ცხოვრობს. დასვენების დღეებში კი საკუთარი ოჯახი სამეგრელოში, სოფელ აბაშაში ელოდება.

სვეტა ცაბაძეს ქალისთვის მძიმე სამუშოს შესრულება არ უჭირს. ამბობს, რომ სამუშაო პირობებს შეეგუა და ამაში განსაკუთრებულ სირთულეს ვერ ხედავს.

ავტორები: თიკო გურაშვილი, გიგა ხურცილავა