სუპერმოდელი ქეით მოსი გათხოვდა
სუპერმოდელი ქეით მოსი როკ-მუსიკოსის, ჯეიმი ჰინსის კანონიერი მეუღლე გახდა.
ქეითი და ჯეიმი დიდ ბრიტანეთში, ბრედფორდის მახლობლად მდებარე წმინდა პეტრეს ტაძარში დაქორწინდნენ. აღსანიშნავია, რომ პატარძლის ხელისმომკიდეებს შორის მოსის პატარა ქალიშვილი ლილა გრეისიც იყო.
37 წლის ქეითი დიდი ხანია, ასეთ იდეალურ ფორმაში არ უნახავთ. მოსმა არჩევანი ჯონ გალიანოს კაბაზე გააკეთა, რომელიც მისი ახლო მეგობარია. კაბას ქეითმა მანოლო ბლანიკას ფეხსაცმელი შეუხამა. მთლიანობაში, ქეითის გარეგნობა 1920-იან წლების სტილს მოგაგონებდათ.
მოდელმა მსუბუქი მაკიაჟი შეარჩია და თმაც გაშლილი ჰქონდა - ამან მის სახეს სინაზე შესძინა.
ცერემონიის სტუმრებს "როლს როისის" მარკის ავტომობილები ემსახურებოდნენ. ამავე ავტომობილით მოვიდა საქორწილო ცერემონიაზე ქეით მოსიც ქალიშვილთან და მამასთან, პიტერთან ერთად, რომელმაც ის საკურთხევლამდე მიაცილა.
ქორწილის დროს უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. ტაძრის გარშემო გზები გადაიკეტა.
სულ ქორწილს 300 სტუმარი ეწვია. მათ შორის იყვნენ: ნაომი კემპბელი, ვივიენ ვესტვუდი, ჯუდ ლოუ, ტრეისი ემინი და სტელა და მერი მაკარტნები.
ქორწილს მუსიკალურად სნუპ დოგი, იგი პოპი და კარლ ბარატი აფორმებდნენ.
საინფორმაციო პორტალი ამბები.გე