13 ივნისის სტიქიით დაზარალებულმა ოჯახმა მერიის მიერ გადარიცხული თანხით ბინა იყიდა
13 ივნისის სტიქიით დაზარალებულმა ოჯახმა მერიის მიერ გადარიცხული თანხით ბინა იყიდა. გველესიანების ოჯახი თბილისის ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ვაკის რაიონის გამგებელმა ლაშა აბაშიძემ მოინახულეს.
გველესიანების ოჯახის გარდა, თბილისის მერიამ კომპენსაცია კიდევ ხუთ ოჯახს ჩაურიცხა. გადარიცხული თანხა 1 333 690 ლარს შეადგენს. მოცემულ ეტაპზე 48 ოჯახიდან შეთანხმება მიღწეულია 30 ოჯახთან, ჯამში 147 ადამიანთან. ქუმსიშვილის განცხადებით, 13 დაეთანხმა თანხის ანაზღაურებას სულადობის მიხედვით, ხოლო 17 - საკუთრებაში არსებული ქონების საბაზრო ღირებულებით ანაზღაურებას. მიღწეული შეთანხმების შემდეგ თბილისის მერია აღნიშნულ ოჯახებს უახლოეს მომავალში მათთვის შემქნილ ანგარიშზე 8 800 784 ლარს გადაურიცხავს.