Spotlight - ვარსკვლავთცვენა ახალ დრამაში, რომელსაც ოსკარს უწინასწარმეტყველებენ
6 ნოემბერს რეჟისორ ტომ მაკარტის თრილერი Spotlight გამოდის, რომელშიც მთავარ როლებს რეიჩელ მაკადამსი, მარკ რუფალო, მაიკლ კიტონი, ჯონ სლეიტერი, სტენლი ტუკი და სხვები ასრულებენ.
ფილმი დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე და მოგვითხრობს, თუ როგორ შეძლო გამოცემა Boston Globe-მა, ფარდა აეხადა კათოლიკურ ეკლესიაში ბავშვებზე განხორციელებული სექსუალური ძალადობისთვის. გამოცემის 6-კაციანმა გუნდმა 2001 წელს დაიწყო საქმის გამოძიება და 2002 წელს უკვე პირველი სტატიები დაიბეჭდა გაზეთში. ჟურნალისტურ გამოძიებას მოჰყვა კათოლიკე კარდინალის გადადგომა და ეკლესიის შიგნით სპეციალური ბორდის ჩამოყალიბება კათოლიკურ ეკლესიაში მსგავსი საკითხების განხილვისთვის. 2003 წელს Boston Globe-მა ორწლიანი ჟურნალისტური გამოძიებისთვის პულიცერის პრემია დაიმსახურა.