მარგველაშვილის და ღარიბაშვილის სკამები ერთმანეთის გვერდით ოლიმპიადის გახსნაზე
26 ივლისს ევროპის ახალგაზრდული ფესტივალი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გრანდიოზული და შთამბეჭდავი შოუთი გაიხსნა. სანახაობის შემყურე საზოგადოებას კითხვა გაუჩნდა, თუ რატომ არ დაესწრო პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ღონისძიებას. ბევრმა აზრი გამოთქვა, რომ ის არ იყო დაპატიჟებული, თუმცა ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, რომ პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი სტადიონზე გვერდიგვერდ უნდა დამსხდარიყვნენ.