loader

"საქმე" - სტუმარი: გიორგი ციკოლია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საქმე" - სტუმარი: გიორგი ციკოლია

"საქმე" - ყოველ სამუშაო დღეს, 13:10 საათზე, გიორგი კალანდაძესა და ემა ტუხიაშვილთან ერთად, bpn-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ქართველი ექსპორტიორებისთვის მალე სავაჭრო პორტალი TradeWithGeorgia ამოქმედდება, რომლის მეშვეობითაც ისინი უცხოურ კომპანიებს პირდაპირ დაუკავშირდებიან და საკუთარ პროდუქციას გააცნობენ. საექსპორტო სტრუქტურის დივერსიფიცირების მიზნით, სავაჭრო ვებპორტალის განვითარება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმების 2015 წლის სამოქმედო გეგმაშია გაწერილი.

"საქმის" სტუმარია ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ციკოლია.