ყველაზე მასშტაბური ხორუმი ევროპის ახალგაზრდული ფესტივალის გახსნაზე
ევროპის ახალგაზრდული ფესტივალის გახსნისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე ორგანიზატორებმა შთამბეჭდავი შოუ დადგეს. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ გრანდიოზულ ღონისძიებაზე ქართული ხელოვნება და კულტურა ქართულმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა წარმოადგინეს. "სუხიშვილებმა" საბრძოლო ცეკვა ხორუმი ყველაზე მასშტაბურ სანახაობად აქციეს. მას 40-მდე მოცეკვავე ასრულებდა.