ვერეს ხეობაში საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო
თბილისის მერიის ინფორმაციით, ვერეს ხეობაში საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. ობიექტი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მერის მოადგილე გიორგი სოლომონიასთან და კეთილმოწყობის სამსახურის უფროს ავთანდილ სუდაძესთან ერთად დაათვალიერა.
მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, აღდგება გზის დაზიანებული მონაკვეთები და დანგრეული ტროტუარები, განხორციელდება გვირაბების შესასვლელისა და გასასვლელის დაზიანებული ნაწილების რეაბილიტაცია. გარდა ამისა, მზიურის მიმდებარედ, ჩაწყვეტილ მონაკვეთზე, ხიდი აშენდება.