"ბრავო რექორდსის" ორგანიზებით ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი რუსთავის ავტოდრომზე გაიმართება
საქართველო პირველი ლიცენზირებული მუსიკალური ფესტივალის მასპინძლობისთვის ემზადება. "ბრავო რექორდსის" ორგანიზებით საცეკვაო ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი GlobalGathering გაიმართება. ღონისძიება 11 სექტემბერს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე მოეწყობა. ფესტივალის მთავარი ჰედლაინერია მუსიკალური პრემია GRAMMY-ის მფლობელი, MTV-ის მუსიკალური დაჯილდოების 10-გზის გამარჯვებული FATBOY SLIM.
ორგანიზატორები პირობას დებენ, რომ ფესტივალი გამორჩეული იქნება. ადგილობრივი მუნიციპალიტეტი სტუმრების დასახვედრად ემზადება. ტურისტების მოლოდინშია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაც.
ფესტივალზე ქართველი Dj-ებიც დაუკრავენ. GlobalGathering საქართველო 2015 სხვადასხვა ტიპის შოუს ელემენტებით, გასართობი წარმოდგენებითა და სახალისო აქტივობებითაც იქნება გამორჩეული. აღნიშნულ აქტოვობებს "ახალგაზრდობის საერთაშორისო ცენტრი" უზრუნველყოფს. ფესტივალზე დასწრება უფასოა.