loader

"ქორთიარდ მარიოტში" კონფერენცია - "მსოფლიო წამების გარეშე" გაიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქორთიარდ მარიოტში" კონფერენცია - "მსოფლიო წამების გარეშე" გაიმართა

გაერო-ს წამების მსხვერპლთა დახმარების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” საქართველოში მე-7 კონფერენცია - ”მსოფლიო წამების გარეშე” გაიმართა.

როგორც კონფერენციის დაწყებამდე სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა, მართალია წამება როგორც სისტემური პრობლემა აღმოიფხვრა, თუმცა კვლავ ადგილი აქვს წამების ცალკეულ ფაქტებს. სახალხო დამცველის განცხადებით, სწორედ ამიტომ გასატარებელია მთელი რიგი ღონისძიებები წამების წინააღმდეგ.

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ ”ემპათიას” ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, წამება საქართველოში აქტუალური თემაა. მისი თქმით საქართველოში ფართომასშტაბიანი ღონისძიებების გატარებაა საჭირო წამების წინააღმდეგ საბრძოლველად.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ანგარიშები წამებასთან დაკავშირებით.

მონაწილეები აპირებენ შემუშავებული რეკომენდაციები დეკლარაციის სახით წამების საწინააღმდეგო უწყებათაშორის საბჭოსა და სხვა პასუხისმგებელ სამთავრობო უწყებებს გადაუგზავნონ.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს სახალხო დამცველი და წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი "ემპათია”, თანაორგანიზატორები საქართველოს ექიმთა ასოციაცია და ციხის საერთაშორისო რეფორმა

კონფერენცია ტარდება წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის "ემპათია" პროექტის "წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის სისტემის გაძლიერება საქართველოში”, ასევე წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭოს (დანია, კოპენჰაგენი) საერთაშორისო პროექტის "სასამართლო ექსპერტიზის მტკიცებულებების გამოყენება წამების წინააღმდეგ ბრძოლაში" და სახალხო დამცველთან არსებული მემორანდუმის ფარგლებში.
პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს ევროკავშირი, გაერო-ს მოხალისეთა წამების მსხვერპლთა დახმარების ფონდი, ასევე წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭო (დანია, კოპენჰაგენი).