loader

თურქეთში მომხდარი აფეთქების კადრები - სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თურქეთში მომხდარი აფეთქების კადრები - სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი (+18)

თურქეთის სამხრეთ რეგიონში მდებარე ქალაქ სურუჯში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. გავრცელებული ცნობით, არიან დაშავებულებიც, რომელთა რიცხვი 100-ს აჭარბებს. ადგილობრივი მთავრობა არ გამორიცხავს, რომ მსხვერპლთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს. ინციდენტი ქალაქის კულტურულ ცენტრთან ახლოს მდებარე კაფესთან მოხდა. აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია.

ქალაქი სურუჯი სასაზღვრო რეგიონში, სირიის ქალაქ ქობანისთან ახლოს მდებარეობს. ქობანიში ბოლო რამდენიმე თვეა ქურთ სამხედროებსა და "ისლამური სახელმწიფოს" ექსტრემისტებს შორის დაპირისპირება ინტენსიურად მიმდინარეობს.