მიხეილ სააკაშვილის რუსმა თანაშემწემ აღიარა, რომ საქართველოს და უკრაინას რუსეთი დაესხა თავს
ამ დღეებში ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, სადაც ოდესის ოლქის გუბერნატორის თანაშემწე მარია გაიდარი თავს არიდებს კითხვას - "ვისთან ომობს უკრაინა". ახლახან გამართულ პრესკონფერენციაზე კი მან აღიარა, რომ რუსეთი უკრაინასთან ომობს. ამასთან, ჟურნალისტის შეკითხვაზე, ვინ დაესხა თავს საქართველოს 2008 წელს, უპასუხა, რომ თავდაპირველად ვერ წარმოიდგენდა, თუ რუსეთი ამაში დამნაშავე იქნებოდა, თუმცა ინფორმაციის მიღების შემდეგ ამაში თანდათან დარწმუნდა.
"მინდა გითხრათ, რომ 2008 წელს ვერ ვიჯერებდი, რომ რუსეთს შეეძლო, საქართველოს თავს დასხმოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ეს აგრესია რუსეთის მიერ იყო პროვოცირებული. ვისმენდი, ვუყურებდი და ნელ-ნელა ჩამომიყალიბდა ამაზე ჩემი პოზიცია", - ამბობს გაიდარი.
ასევე იხილეთ:
"ვისთან ომობს უკრაინა?" - მიხეილ სააკაშვილის ახალმა თანაშემწემ ამ კითხვას თავი აარიდა
მიხეილ სააკაშვილმა თანაშემწედ ცნობილი რუსი პოლიტიკოსის ქალიშვილი დანიშნა