loader

"ჩვენ არ უნდა მოგვწონდეს ალა პუგაჩოვა" - რას ითხოვდნენ მცოცავი ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციაზე Stop Russia - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენ არ უნდა მოგვწონდეს ალა პუგაჩოვა" - რას ითხოვდნენ მცოცავი ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციაზე Stop Russia

მთავრობის ადმინისტრაციასთან მცოცავი ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია – Stop Russia გაიმართა. აქციის ორგანიზატორები რამდენიმე არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია იყო და იგი მიშა მშვილდაძეს მიჰყავდა. აქციის ორგანიზატორებმა მთავრობის ადმინისტრაციის წინ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს. მათ შორის იყვნენ ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი სალომე სამადაშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის დეკანი გიგა ბედინეიშვილი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ნინო დანელია, "ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, რეფორმების ასოციაციის წარმომადგენელი პაატა გაფრინდაშვილი, ადვოკატი ოთარ კახიძე, იურისტი გიორგი მშვენიერაძე, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ჟურნალისტი ირაკლი კიკნაველიძე, ასევე გადაცემა "მძიმე კაცის" წამყვანი დავით კოვზირიძე, უფლებადამცველი გიორგი ტუღუში და სხვები.

ავტორი: ნათია რუხაძე