loader

არტ კაფე, სადაც შშმ პირები სტუმრებს სითბოთი და სიყვარულით მასპინძლობენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არტ კაფე, სადაც შშმ პირები სტუმრებს სითბოთი და სიყვარულით მასპინძლობენ

10-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი სიღნაღში, "არტ კაფე ქედელში" უკვე 5 წელია, მუშაობს. სეზონურ კაფეში სტუმრებს სითბოთი და სიყვარულით მასპინძლობენ. "ქედელი" გაზაფხულზე იხსნება და გვიან შემოდგომამდე მუშაობს. კაფეს ძირითადად უცხოელი ტურისტები სტუმრობენ.

თექაზე მუშაობა, ქსოვა, ხატვა, ხის მინიატურული ნივთების დამზადება, კაფის დალაგება-დასუფთავება - ეს ბენეფიციარების ყოველდღიური საქმიანობაა, რომელსაც შესაძლებლობებისა და სურვილის მიხედვით თანაბრად ინაწილებენ. უკვე დასრულებულ ნივთებს კაფესა და მონასტრებში ყიდიან. სამუშაო საათების შემდეგ სიღნაღიდან მოშორებით საოჯახო ტიპის სახლში ბრუნდებიან.

საზოგადოებაში ინტეგრაციამ ბენეფიციარებს მომავლის იმედი მისცა და დაარწმუნა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.

ავტორი: თიკო გურაშვილი