loader

ქრთამის აღების ბრალდებით ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი და გამგებლის წარმომადგენელი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქრთამის აღების ბრალდებით ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი და გამგებლის წარმომადგენელი დააკავეს

შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ქრთამის აღების ბრალდებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი დაბა ნასაკირალიდან შოთა ართმელაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი დაბა ნასაკირალის ადმინისტრაციულ ერთეულში - ტარიელ ანთაძე დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა დაბა ნასაკირალის ტერიტორიაზე მდებარე უმოქმედო სკოლის შენობის სათანადო ნებართვისა და პროცედურების გავლის გარეშე ერთწლიან სარგებლობაში გადაცემის სანაცვლოდ, თურქეთის და საქართველოს მოქალაქეებს ქრთამის სახით 2000 აშშ დოლარი და 1000 ლარი გამოართვეს.

სამართალდამცველებმა შოთა ართმელაძე და ტარიელ ანთაძე ქრთამის აღების ფაქტზე ქობულეთში დააკავეს.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქ/პუნქტით, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.