loader

ინციდენტი ხურვალეთში: ადგილობრივებისა და "თავისუფალი ზონის" წევრების დაპირისპირება 5 კაცის დაკავებით დასრულდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინციდენტი ხურვალეთში: ადგილობრივებისა და "თავისუფალი ზონის" წევრების დაპირისპირება 5 კაცის დაკავებით დასრულდა

კონფლიქტის ზონაში სოფლების ხურვალეთისა და ორჭოსნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საგუშაგოებთან ინციდენტი მოხდა.
ადგილზე "თავისუფალი ზონის" 60-70-მდე წევრი იმყოფებოდა. ხურვალეთის საგუშაგოსთან კი დილიდან შეკრებილი იყვნენ ადგილობრივი მცხოვრებლები. სწორედ ხურვალეთის მოსახლეობა დაუპირისპირდა "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლებს, რომლებიც გეგმავდნენ, რომ კარვები გაეშალათ საგუშაგოს მიმდებარე ტერიტორიაზე და მთელი ღამის განმავლობაში იქ დარჩენილიყვნენ.

ხურვალეთის მოსახლეობა აცხადებს, რომ მსგავსი "სტუმრიანობა" და იქ გაკეთებული განცხადებები კონფლიქტის ზონაში ვითარების დაძაბვის პროვოცირებას ახდენს. სწორედ აქედან გამომდინარე არ მისცეს მათ საშუალება, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე გაჩერებულიყვნენ და კარვები გაეშალათ. რის შემდეგაც "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლებმა გადაინაცვლეს ორჭოსანის საგუშაგოს მიმართულებით, თუმცა, ადგილობრივმა მოსახლეობამაც გადაინაცვლა აღნიშნულ საგუშაგოზე, სადაც კიდევ ერთხელ მოხდა დაპირისპირება.
აღნიშნული ინციდენტის შედეგად, დაკავებულია "თავისუფალი ზონის" 5 წევრი.