loader

სატელეფონო ექსპერიმენტი: სუპერმარკეტების ცხელ ხაზზე მომხმარებელს მხოლოდ "ნიკორაში" უპასუხეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სატელეფონო ექსპერიმენტი: სუპერმარკეტების ცხელ ხაზზე მომხმარებელს მხოლოდ "ნიკორაში" უპასუხეს

ტელე/რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმემ" პირდაპირ ეთერში ექსპერიმენტი ჩაატარა იმაზე, თუ რამდენად სწრაფად და ეფექტურად რეაგირებენ ქართული კომპანიები მომხმარებელთა ზარებზე, პრეტენზიებსა და მოთხოვნებზე.

"ცხელი ხაზის" ექსპერიმენტმა მომსახურების რამდენიმე სფერო მოიცვა: კომუნალური მომსახურების სფერო, საწვავის რეალიზატორი კომპანიები, სურსათის რეალიზატორი კომპანიები და სუპერმარკეტები; ასევე, ტექნიკის რეალიზატორი კომპანიები.

16-დან მხოლოდ 4 კომპანიაში მოხერხდა ცხელ ხაზზე დაკავშირება, მათ შორის, "ენერგოპროში", "ნიკორაში", "ელიტ ელექტრონიქსში", "გალფში". ოთხი სუპერმარკეტიდან: "გუდვილი", "სმარტი", "კარფური" და "ნიკორა", სატელეფონო ზარს მხოლოდ "ნიკორაში" უპასუხეს.

იხილეთ "ცხელი ხაზის" ექსპერიმენტი სრულად

ასევე იხილეთ: ექსპერიმენტი პირდაპირ ეთერში: როგორ მუშაობს იმ კომპანიების ცხელი ხაზი, სადაც ყველაზე ხშირად ვრეკავ