loader

"ასეთი უცნაური მინისტრი გყავთ..." - ხელოვანი ჩინოვნიკი არაჩინოვნიკური გატაცებებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ასეთი უცნაური მინისტრი გყავთ..." - ხელოვანი ჩინოვნიკი არაჩინოვნიკური გატაცებებით

"პალიტრა TV"-ის გადაცემა "შუადღის ამბებს" დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე სტუმრობდა, რომელმაც უწყებაში არსებული სიახლეების გარდა, საკუთარ შემოქმედებაზეც ისაუბრა. როგორც აღმოჩნდა, მინისტრი ხატავს და წერს. მან ბოლო ნახატი - "მსხლები ღამით", საკუთარ დაბადების დღეზე, რამდენიმე დღის წინ შექმნა.

ამასთან, გელა დუმბაძემ საკუთარი ნახატების გამოფენა და მასზე საზოგადოების კრიტიკა გაიხსენა და აღნიშნა, რომ სანამ მინისტრია, მისი ნახატები არსად გამოიფინება. როგორც მინისტრი ამბობს, მას საკუთარი წიგნები არასოდეს გაუყიდია. "ასეთი უცნაური მინისტრი გყავთ" - უთხრა წამყვანებს გელა დუმბაძემ.

იხილეთ გადაცემა "შუადღის ამბები" სრულად