ციდან გადაღებული ნგრევის კადრები - ისტორიული შენობა წამებში "დაიფერფლა"
დეტროიტში 1924 წელს აშენებული სასტუმრო Detroit Park Avenue, რომელიც ისტორიულ ნაგებობად ითვლებოდა, ააფეთქეს. სასტუმრომ დიდი ხანია ფუნქციონირება შეწყვიტა და ნელ-ნელა ქუჩის მხატვრებმა გრაფიტით დაფარეს. სასტუმროს ნაცვლად მის ადგილას სპორტულ-გასართობი კომპლექსი აშენდება.