ვახუშტის ხიდთან მომხდარი ავარიის შედეგად 18 წლის ბიჭი და ახალგაზრდა გოგონა დაშავდნენ
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მახლობლად ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად ორი ახალგაზრდა დაშავდა.
თვითმხილველების ცნობით, საჭეს 18 წლის მამაკაცი მართავდა. მასთან ერთად იმყოფებოდა ახალგაზრდა გოგონა. ავტოავარიის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე ამ წუთებში იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებმაც შეჯახების შედეგად ნახევრად წაქცეული ხე მოჭრეს. მანქანა ხეს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ხე სანახევროდ გადაიხარა და მოსაჭრელი გახდა.
დაზიანებული BMW-ს მარკის ავტომანქანა შემთხვევის ადგილიდან უკვე გაიტანეს.