Batman v Superman - თრეილერი, რომელსაც ერთ დღე-ღამეში 17 მილიონზე მეტი ნახვა აქვს
კინომანები მოუთმენლად ელიან 2016 წლის 25 მარტს, როდესაც რეჟისორ ზაკ სნაიდერის ფილმის, Batman v Superman: Dawn of Justice-ის პრემიერა შედგება. ფილმში სამყაროს ორი უძლიერესი სუპერგმირი ერთმანეთს ერკინება. ფილმში მთავარ როლებს ბენ აფლეკი, ჰენრი ქევილი, ემი ადამსი, ჯეისონ მომოა, ჯესი აიზენბერგი, ჯერემი აირონსი, ჰოლი ჰანტერი და სხვები ასრულებენ.