loader

"ფლეიბოის" მოდელი რამდენიმე ადამიანის მკვლელობისთვის დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ფლეიბოის" მოდელი რამდენიმე ადამიანის მკვლელობისთვის დააკავეს

1-ელ ივლისს ხორვატიაში, საკუთარ სახლში ბოსნიელი ფოტომოდელი, სლობოდანკა ტოშიჩი დააკავეს. ის ჟურნალ "ფლეიბოის" მოდელი და "მის ფოტომოდელის" ტიტულის მფლობელია.

მოდელი ეჭვმიტანილია დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან კავშირში, რომლის სათავეშიც მისი ყოფილი საყვარელი იდგა. გარდა ამისა, ის ეჭვმიტანილია 5 ადამიანის მკვლელობასა და რამდენიმე ყაჩაღობაში.

ბანდის 30 წევრს შორის იყვნენ ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებიც. დაჯგუფების ანგარიშზე რამდენიმე მკვლელობა, უამრავი ყაჩაღობა და ინკასაციის მანქანებსა და ბანკებზე შეიარაღებული თავდასხმებია.

ბანდის შემოსავალი რამდენიმე ასეული მილიონი ევროა. ამჯერად საქმე 23 წევრზეა აღძრული. ერთმა მათგანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ერთი - გულის შეტევით გარდაიცვალა, დანარჩენები მიმალულები არიან.