loader

გულშემატკივართა ნაწილი პოლიციის მიერ მოწყობილი ჯებირის გარღვევას შეეცადა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გულშემატკივართა ნაწილი პოლიციის მიერ მოწყობილი ჯებირის გარღვევას შეეცადა

ვაკის პარკში, სუპერთასის ბილეთების ყიდვის მსურველთა რიგის დასარეგულირებლად, პოლიციას დამატებითი ზომების გამოყენება დასჭირდა. რიგში მდგომ პირთა ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ბილეთების გაყიდვა ნელი ტემპით მიმდინარეობს.

ბილეთების შეძენის მსურველთა ნაწილი მოითხოვს, გაუქმდეს ის 50 კაციანი ე.წ. სიები, რომლის მიხედვითაც ბილეთების მყიდველთა რიგი რეგულირდება.

გულშემატკივართა ნაწილი შეეცადა პოლიციის მიერ მოწყობილი სპეციალური უსაფრთხოების ჯებირის გადალახვას, თუმცა, სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. რიგის დარღვევის მცდელობას უკმაყოფილება მოყვა რიგში მდგომი სხვა პირების მხრიდან. პოლიციამ დამატებითი უსაფრთხოების ჯებირი გაამაგრა, რის შემდეგაც ბილეთების შეძენის მსურველთა რიგის კონტროლი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა.

ავტორები: ჯონი პატარკაციშვილი, გიორგი შეყილაძე

იხილეთ ასევე: "შენ ხარ ბარიგა-ყაჩაღი!" - ინციდენტი სუპერთასის ბილეთების რიგში

ჭყლეტა და ვნებათა ღელვა სუპერთასის ბილეთების რიგში

"როგორც ნორმალური მომაკვდავი ადამიანი, ჩავეწერე რიგში ორი დღით ადრე" - გიორგი ნემსაძე

ბიჭი სულ ხელში აბურთავეს - როგორ ეწერებოდნენ ბილეთების მსურველები სიაში

"საქართველოში აფრიკიდან ჩამოვედი... არ მესმის, რატომ არის ასეთი გაუგებრობა" - შავკანიანი ფანი ბილეთების რიგში