loader

"საქმე" - სტუმარი: ლია თოდუა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საქმე" - სტუმარი: ლია თოდუა

"საქმე" - ყოველ სამუშაო დღეს, 13:10 საათზე, გიორგი კალანდაძესა და ემა ტუხიაშვილთან ერთად, bpn-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

"საქართველოს ურბანულ ცენტრებში მომხმარებელთა დამოკიდებულების კვლევა", - ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელიც ერთი კვირის წინ გამოქვეყნდა ვებგვერდზე "მომხმარებელი.ჯი". მასში მოცემულია საქართველოს ურბანული ცენტრების მომხმარებელთა საჭიროებებისა და დამოკიდებულებების შესწავლა ისეთი მომსახურებების კონტექსტში, როგორებიცაა: 1. სურსათით ვაჭრობა; 2. კომუნალური მომსახურება; 3. ტრანსპორტის და ბენზინ/გაზგასამართი სადგურების მომსახურება; 4. არასასურსათო სამომხმარებლო პროდუქტების მიწოდება; ამასთან ერთად, კვლევა ითვალისწინებდა რეკლამის გავლენის შესწავლას პროდუქტის/მომსახურების შესაძენად და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმ ნაწილის შეფასებას, რომელიც გულისხმობს შეთანხმებას ეროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ.

"საქმის" სტუმარია momxmarebeli.ge-ს მთავარი რედაქტორი ლია თოდუა.