loader

"თითქოს არ იყო ამ ქვეყნისთვის..." - არხოტში გაყინული 26 წლის ბიჭის დედის სულისშემძვრელი ნაამბობი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თითქოს არ იყო ამ ქვეყნისთვის..." - არხოტში გაყინული 26 წლის ბიჭის დედის სულისშემძვრელი ნაამბობი

"არხოტში" მაშველებმა მთაში გაყინული­ 26 წლის ერეკლე ჭინჭარაულის გადარჩენა­ ვერ შეძლეს. გარდაცვლილის ცხედარს თბილისში გადმოასვენებენ", - ამ შემზარავი ინფორმაციით დაიწყო 2014 წლის 2 იანვრის დილის საინფორმაციო გამო­შვება...

პირველ­ იანვარს არხოტის მესაზღვრეებისთვის მიულოცავს ახალი წელი. იქიდან ერთ იქაურთან ერთად სოფელში ბრუნდებოდა.­ მორყეულ ხიდზე­ ფეხი დაუცურდა და მდინარეში ჩავარდა, მაგრამ მალ­ევე ამოვიდა ნაპირზე და გზა გააგრძელა.­ თანმხლებმა რაციით მესაზღვრეებს­ სთხოვა,­ შვეულმფრენი გამ­ოიძახეთო. ერეკლემ 8 კილომეტრი იარა. სოფლამდე ერთი კილომეტრიც არ იყო დარჩენილი, რომ ნაბიჯის გადადგმა ვეღარ­ შეძლო. თანმხლებმა კოცონი დაანთო,­ მაგრამ...

ერეკლე ოჯახის მეორე მოუშუშებელი ტკივილია - რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი შვილი, ანა ლეიკემიით გარდაეცვალათ. ერეკლეს შესახებ მისი დედა ნელი წიკლაური "პალიტრა TV"-ის გადაცემა "ლურჯ ვაშლში" საუბრობს. არხოტში გაყინული 26 წლის ბიჭის შესახებ მომზადებულ სიუჟეტს 11 ივლისს, "პალიტრა TV"-ის ეთერში 20:00 საათზე იხილავთ.