loader

უკმაყოფილო მშობლები თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში ბავშვებიანად მივიდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკმაყოფილო მშობლები თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში ბავშვებიანად მივიდნენ

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში მივიდნენ მშობლები და ბებიები, რომელთაც დღეს ბავშვების დარეგისტრირება ვერ მოახერხეს. რამდენიმე მათგანს ბავშვიც ჰყავდა მიყვანილი.

სააგენტოში მშობლებმა ბავშვების დარეგისტრირების მოთხოვნით განცხადებები დაწერეს. სააგენტოს წარმომადგენლები მათ დამატებითი საშუალების გამოჩენის შემთხვევაში დაკავშირებას დაჰპირდნენ.

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილის, ეკა ძნელაძის ინფორმაციით, სააგენტო მიღებულ განცხადებებს გადაახარისხებს და ბაღების დირექტორებთან ერთად განიხილავს და მაქსიმალურად ეცდება ყველა განცხადების დაკმაყოფილებას.