loader

სათვალთვალო კამერების ჩანაწერი: შსს კუს ტბაზე მომხდარი ინციდენტის ვიდეომასალას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სათვალთვალო კამერების ჩანაწერი: შსს კუს ტბაზე მომხდარი ინციდენტის ვიდეომასალას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო კუს ტბაზე მომხდარი ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს. "მაღალი საჯარო ინტერესის გამო, რომელიც თბილისში, კუს ტბაზე მომხდარმა ინციდენტმა გამოიწვია, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვიდეოს გავრცელებიდან უმოკლეს დროში მოკვლევა ჩაატარა და გადაამოწმა ყველა გარემოება, რომელზეც მოქალაქე ლიკა კიკიანი ჩანაწერში საუბრობს, ამოიღო ვიდეოჩანაწერები და გამოჰკითხა ფაქტთან დაკავშირებული ყველა პირი, თუმცა თავად ლიკა კიკიანმა ახსნა-განმარტების მიცემაზე უარი განაცხადა და შსს-ს გენერალურ ინსპექციაში არ გამოცხადდა.

როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, ლიკა კიკიანი რამდენიმე ეპიზოდში ამბობს, რომ 20-მდე პოლიციელმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ასევე, ასახელებს გარეშე პირს - გრიგოლ ბ-ს, რომელიც ეპიზოდში მისი დახმარების მიზნით ჩაერთო და რომელიც პოლიციელებმა სასტიკად სცემეს. "ჩვენ მიერ ამოღებულ ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ ლიკა კიკიანი და გრიგოლ ბ. ვაკის პოლიციის 1-ელ განყოფილებაში თავისუფლად შედიან და თავისუფლად ტოვებენ შენობას. გრიგოლ ბ. ასევე თავაზიანად ემშვიდობება პოლიციელებს. მისი ინფორმაციით, ლიკა კიკიანის ცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ის ასევე უარყოფს მის მიმართ რაიმე ფიზიკურ შეურაცხყოფას პოლიციელების მხრიდან. ლიკა კიკიანის მიერ დასახელებული დამლაგებელი - ბატონი როსტომ ო. აცხადებს, რომ ადგილზე მივიდა ლიკა კიკიანის დაძახებისთანავე, სადაც იგი შეესწრო გოგონას დაკავების ფაქტს. მისივე თქმით, ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. მან მხოლოდ კლუბის დირექტორს გადასცა ინფორმაცია ლიკა კიკიანის დაკავების შესახებ. ჩანაწერში ლიკა კიკიანი ამბობს, რომ კუს ტბაზე დაშვებისას ოც პოლიციელს მოჰყავდა და ისინი მას ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მაშინ, როდესაც ამოღებულ ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ იგი მხოლოდ ორ პოლიციელს მოჰყავს და ყელში წვდომის ეპიზოდიც ამ ვიდეოჩანაწერით არ დასტურდება" - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ლიკა კიკიანის განცხადებით, სასტიკად იყო ნაცემი და შედეგად მიიღო მრავლობითი დაზიანებები, რაზეც გამოძიებით დგინდება, რომ გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმებმა გარეგანი დათვალიერებით დაზიანებები ვერ დააფიქსირეს, თუმცა შესთავაზეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაც, რაზეც ლიკა კიკიანმა უარი განაცხადა. აღნიშნული დაფიქსირებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოქმში. ლიკა კიკიანი ჩანაწერში ამბობს, რომ მას მაისური "შემოახადეს". ვიდეოჩანაწერებში, როგორც კუს ტბაზე დაკავებისას, ასევე პოლიციის განყოფილებაში, ჩანს, რომ მას მაისური აცვია და ის დაუზიანებელია" - შსს-ს განცხადებაში ასევე წერია, რომ ალკოტესტი ადასტურებს იმას, რომ ლიკა კიკიანი იყო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ.