TBILISI OPEN AIR-დან მომავალ ადამიანებს, სავარაუდოდ, არაფხიზელმა მძღოლმა დაარტყა - დაიღუპა ახალგაზრდა ბიჭი
TBILISI OPEN AIR 2015-დან მომავალ ადამიანებს ავტომანქანა დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, სამი გოგონა კი დაშავდა. ეჭვმიტანილმა, რომელიც სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ავტომანქანა მიატოვა და მიიმალა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.
ინციდენტი თბილისის ზღვის ახალი ქალაქის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც TBILISI OPEN AIR 2015-ის ფესტივალი იმართება.
ავტორი: ირაკლი გედენიძე
ინციდენტი თბილისის ზღვის ახალი ქალაქის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც TBILISI OPEN AIR 2015-ის ფესტივალი იმართება.
ავტორი: ირაკლი გედენიძე