"შენს გადაცემაში სტუმრობა თუ ჯანმრთელობის ფასად მიჯდება, მოგიტ.... გადაცემა"
ოთარ ტატიშვილის შოუში, რომელიც 5 ივლისს ტელეკომპანია "მაესტროზე" გავიდა, "შუა ქალაქის" მსახიობები - თათული ედიშერაშვილი და თამუნა ნიკოლაძე იყვნენ მიწვეულნი. თათულიმ ოთარს საყვედური უთხრა, რომ ყოველთვის, როდესაც ის მის შოუში არის მიწვეული, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები ექმნება, რაზეც ოთარმა მოულოდნელი პასუხი გასცა.