loader

"საქმე" - სტუმრები: გიორგი ოკრიბელაშვილი, ვიქტორ დოლიძე, ოთარ ფერაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საქმე" - სტუმრები: გიორგი ოკრიბელაშვილი, ვიქტორ დოლიძე, ოთარ ფერაძე

"საქმე" - ყოველ სამუშაო დღეს, 13:10 საათზე, გიორგი კალანდაძესა და ემა ტუხიაშვილთან ერთად, bpn-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

არაოფიციალური სტატისტიკით, საბერძნეთში დაახლოებით 150 ათასი ქართველი ცხოვრობს, მუშაობს და იქ გამომუშავებული ფულით საქართველოში მყოფ ოჯახებს არჩენს. ამას საბერძნეთიდან გადმორიცხული თანხებიც ცხადყოფს, რომელიც მოცულობით რუსეთის შემდეგ მეორე ადგილზეა. ქართველების ნაწილი საბერძნეთში არალეგალურად იმყოფება, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ამ ვითარებაში მათი იქ ყოფნის პირობებს, თუნდაც შრომითი უფლებების დაცვის თვალსაზრისით.

"საქმის" სტუმრები არიან: ბიზნესმენი გიორგი ოკრიბელაშვილი, ექსპერტი შრომის უსაფრთხოების საკითხებში ვიქტორ დოლიძე (სატელეფონო ჩართვა) და საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ოთარ ფერაძე.