ჩენინგ ტატუმი ცეკვას 30 წამში გასწავლით
ჩენინგ ტატუმი პოპულარული არა მხოლოდ სამსახიობო, არამაედ ცეკვის ნიჭის წყალობითაც გახდა. ცეკვის უნარი მან 2006 წელს გადაღებულ ფილმში "ნაბიჯი წინ" წარმოადგინა. მას შემდეგ ტატუმმა ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მოცეკვავის სახელი მოიპოვა. ახლა კი სახელის გამყარება Vanity Fair-სთვის გადაღებულ მოკლე ვიდეოში გადაწყვიტა.
ვიდეორგოლში, რომელიც მხოლოდ 30 წამი გრძელდება, ჩენინგი შვიდი ცეკვის მოძრაობებს აჩვენებს. ამჟამად ტატუმი მისი ახალი ფილმის "სუპერ მაიკი XXL"-ის მხარდამჭერ ტურნეში იმყოფება. სურათში იგი სტრიპტიზ-კლუბის მოცეკვავის როლს ასრულებს.