loader

ზემფირას "ჩიტო-გვრიტო" Tbilisi Open Air-ზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზემფირას "ჩიტო-გვრიტო" Tbilisi Open Air-ზე

თბილისი მუსიკალურ ფესტივალს Tbilisi Open Air-ს მასპინძლობს. მასშტაბური მუსიკალური ღონისძიება, რომელსაც მელომანები დიდი ინტერესით ელოდნენ, გუშინ, 3 ივლისს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე დაიწყო. მსმენელმა The Tiger LIlies, "აკვარიუმს" და ზემფირას მოუსმინა.

ფესტივალის პირველ დღეს უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა რუსეთში, რაც ზემფირას პოლიტიკურმა მესიჯმა განაპირობა. მომღერალმა Tbilisi Open Air-ის სცენაზე უკრაინის დროშა ააფრიალა, რითაც, ბუნებრივი, რუსული პუბლიკა, განსაკუთრებით კი რუსი პოლიტიკოსები გააღიზიანა.

რუსეთისგან განსხვავებით, კმაყოფილები არიან ქართველი მელომანები, რომლებსაც ზემფირამ საკუთარ რეპერტუართან ერთად, საკუთარი ბენდის შესრულებით, "ჩიტო-გვრიტო" შესთავაზა. სწორედ ამ ლეგენდარული მელოდიის თანხლებით წარუდგინა ქართულ პუბლიკას ბენდის შემადგენლობა.

ასევე იხილეთ: თბილისში კონცერტის დროს ზემფირამ უკრაინის დროშა ააფრიალა