loader

"ძირს ეგდო, სისხლისგან იცლებოდა" - ბათუმში გოგონა, სავარაუდოდ მეგობარმა ბიჭმა დაჭრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძირს ეგდო, სისხლისგან იცლებოდა" - ბათუმში გოგონა, სავარაუდოდ მეგობარმა ბიჭმა დაჭრა

ბათუმში, 6 მაისის პარკთან ახალგაზრდა გოგონა დაჭრეს. "პალიტრა ტვ"-ს კორესპონდენტი იტყობინება, დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია და გამოძიება მიმდინარეობს განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ გოგონა სავარაუდოდ, მისმა მეგობარმა ბიჭმა დაჭრა. ერთ-ერთი თვითმხილველის, თემურ ვანიძის თქმით, გოგონას გულ-მკერდის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული.