loader

ემოციური კადრები: მოსამართლემ განაჩენის გამოტანის დროს ბრალდებულში სკოლის მეგობარი ამოიცნო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ემოციური კადრები: მოსამართლემ განაჩენის გამოტანის დროს ბრალდებულში სკოლის მეგობარი ამოიცნო

მაიამის სასამართლომ ძარცვაში ეჭვმიტანილს 43 000 დოლარის ოდენობით გირაოს გადახდა და პირობითი პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენის გამოტანის შემდეგ, მოსამართლე 49 წლის არტურ ბუსს გაესაუბრა და ჰკითხა სწავლობდა თუ არა ნაუტილუსის საშუალო სკოლაში. ბრალდებულმა დადებითად უპასუხა და მაშინვე მიხვდა, რომ განაჩენი მისმა თანაკლასელმა გამოუტანა. დაკავებულმა ემოციების მოთოკვა ვერ შეძლო და სასამართლო დარბაზში ატირდა.

მოსამართლე მინდი გლაზერმა მას გულისამაჩუყებელი სიტყვებით მიმართა: "მისტერ ბუს, ვწუხვარ რომ აქ გხედავთ. ყოველთვის მაინტერესებდა სად და როგორ იყავით და აი, სად ვხვდებით ერთმანეთს. თქვენ საუკეთესო ბავშვი იყავით სკოლაში, ყველასთვის მისაბაძი და ნახეთ რა დაგემართათ. ვიმედოვნებ, შეცვლით თქვენი ცხოვრების წესს და შეძლებთ ამ სიტუაციიდან გამოსვლას. წარმატებებს გისურვებთ".

ასევე იხილეთ:

გაცეცხლებული მოსამართლე მკვლელ ქალს: "იმედი მაქვს ციხეში მოკვდები!"

48 ქალის მკვლელი გაქვავებული სახით იჯდა პროცესზე, მაგრამ როცა მისი მსხვერპლის მამა სიტყვით გამოვიდა...