loader

"თქვენი ძალად ობიექტური დედები მოვ...." - ზურა მანჯავიძესა და "ერთი ერთშის" ჟიურის შორის მომხდარი ინციდენტის კადრები გავრცელდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თქვენი ძალად ობიექტური დედები მოვ...." - ზურა მანჯავიძესა და "ერთი ერთშის" ჟიურის შორის მომხდარი ინციდენტის კადრები გავრცელდა

სოციალურ ქსელში ტელეკომპანია იმედის შოუში "ერთი ერთში" მომხდარი ინციდეტის მობილურით გადაღებული კადრები გავრცელდა. ვიდეო სტუდიაში დამსწრე მაყურებლის მიერ არის გადაღებული, სადაც ჩანს ზურა მანჯავიძის ჟიურთან დაპირისპირება. კადრებში კონკურსანტის მიერ ჟიურისადმი ნათქვამი უცენზურო სიტყვებიც ისმის.

შეგახსენებთ, რომ "ერთი ერთშის" ინციდენტი ბოლო საკუნკურსო დღეს მოხდა. ქულების გადანაწილებისას ზურა მანჯავიძემ, რომელმაც შარლ აზნავური განასახიერა, ჟიურისგან დაბალი ქულები მიიღო. როდესაც კონკურსანტების მიერ ერთმანეთის შეფასების ჯერი დადგა, მანჯავიძე კრიტიკული სიტყვით გამოვიდა ჟიურის და დარბაზის წინაშე, შემდეგ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ შოუს დასრულების შემდეგ მანჯავიძესა და ჟიურის ერთ-ერთ წევრ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ასევე იხილეთ: სკანდალი "ერთი ერთში": "არ ვიტყვი რაღაცებს, იმიტომ, რომ პატივს ვცემ ბადრი პატარკაციშვილის სულს"