5 წლის გოგონა პირველივე წამიდან დაგატყვევებთ - ის დიდი სცენის ვარსკვლავად არის დაბადებული!
5 წლის ჰევენლი ჯოიმ ამერიკულ "ნიჭიერში" მიიღო მონაწილეობა და საკუთარი ვოკალით ჟიური და მაყურებლები მოხიბლა. Youtube-ის არხზე ვიდეომ გამოქვეყნებიდან ორი დღეში ნახევარი მილიონი ნახვა დააგროვა.
ჰევენლიმ მულტფილმიდან "გაყინული" სიმღერა In Summer შეასრულა. 5 წლის გოგონა ნამდვილი პროფესიონალივით მღერის. მასწავლებელი კი მისივე მამაა, სიმღერების ავტორი და პროდიუსერი როდნი ერკინი, რომელიც ბევრ ვარსკვლავთან მუშაობდა, მათ შორის, უიტნი ჰიუსტონთან და ბიონსესთან. ნანახით თუ ვიმსჯელებთ, ჰევენლის არანაკლებ ვარსკვლავური კარიერა ელოდება.