ქალმა მოპარული ტელევიზორი ფეხებს შორის დამალა
ზამბიის დედაქალაქის მცხოვრები ფეხებს შორის ამოდებული ტელევიზორით ელექტრონიკის მაღაზიიდან ისე გავიდა, არავის შეუმჩნევია. ქალმა საცირკო ნომერი თანამზრახველთან ერთად განახორციელა. 28-დიუმიანი ტელევიზორის დათვალიერებისას, იგი ქსელიდან გათიშა, რის შემდეგაც კაბის ქვეშ ამოიდო, კაბა გაისწორა და დარბაზი აუჩქარებლად დატოვა ისე, რომ ფეხებს შორის ამოდებული მძიმე ტვირთი არავის შეუმჩნევია.
დანაკარგი მხოლოდ მაშინ აღმოაჩინეს, რაც დაცვამ კამერების ჩანაწერებს გადახედა. ქურდი ჯერ არ დაუჭერიათ. აღსანიშნავია, რომ ზამბიის მცხოვრები პირველი არ არის, ვინც ტელევიზორი ასეთი სახით მოიპარა. ანალოგიური შემთხვევა წლის დასაწყისში კოსტა-რიკაში დააფიქსირეს.
ასევე იხილეთ: ქალმა ტელევიზორი მაღაზიაში შესვლიდან 13 წამში მოიპარა