საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა - რა უნდა გააკეთოთ, თუ ტელევიზორს ვეღარ უყურებთ
საქართველო დღეიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, დღეს, 10:00 საათზე ანალოგური მაუწყებლობა დედაქალაქის სამაუწყებლო ზონაში გაითიშება, რომელიც შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებს აერთიანებს - თბილისი, საგარეჯოს რაიონი, კოჯორი, რუსთავი და მარნეული.
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის რეფორმა მოსახლეობის იმ კატეგორიას ეხება, რომელიც მაუწყებლობას ღია ეთერით ე.წ. სახლის სახურავზე დამონტაჟებული ანტენით იღებს და მის ტელევიზორს DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერა არ აქვს. საზოგადოების ამ ნაწილს ციფრულ ფორმატში ღია სიგნალის მისაღებად სპეციალური მოწყობილობა - სეტ-ტოპ-ბოქსი დასჭირდება.
ციფრული მაუწყებლობის საკითხზე გადაცემა "შუადღის ამბებში" დაწვრილებით ისაუბრა საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის პრესმდივანმა ხატია ყურაშვილმა.
ნახეთ გადაცემა "შუადღის ამბები" ვრცლად