loader

კომპანია "გაგრა +"-ის საწყობში ხანძარი გაჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კომპანია "გაგრა +"-ის საწყობში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, კომპანია "გაგრა +"-ის საწყობში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად დაიწვა საკონდიტრო მასალები და ლიმონათის ესენციების მარაგი. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

როგორც "გაგრა +"-ის გაყიდვების მენეჯერმა ალექსანდრე კოპალიანმა განაცხადა, ხანძრის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, მოძველებული გაყვანილობა გახდა. მისი თქმით, 112-ის სამსახურმა ოპერატიულად იმუშავა, რის შედეგადაც საწყობში განთავსებული საკონდიტრო პროდუქტების დიდი ნაწილი დაწვას გადაურჩა. ადგილზე დაქცეულია ძმარმჟავა, რის გამოც ხანძრის ტერიტორიაზე მძაფრი სუნია, თუმცა, როგორც თანამშრომლებმა განაცხადეს, მძაფრი სუნის შედეგად თანამშრომლებს ჯანმრთელობის პრობლემები არ შეექმნებათ.