ბენ აფლეკის და ჯენიფერ გარნერის 10-წლიანი ქორწინება გაყრით დასრულდა
ბენ აფლეკი და ჯენიფერ გარნერი 10-წლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს შორდებიან. "დიდი ხნის ფიქრის და გაანალიზების შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, განვქორწინდეთ. ჩვენ ერთმანეთი გვეყვარება და მეგობრებად დავრჩებით; ასევე, ერთად აღვზრდით ჩვენს სამ შვილს. გთხოვთ, ასეთ რთულ დროს პატივისცემით მოეკიდოთ ამ გადაწყვეტილებას", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც წყვილის აგენტმა გაავრცელა.